Petition against the legalization of environmental destruction
The president of Georgia has recently signed the bill, initiated by the government of Georgia innocuously named as “Amendments to some legislative acts”. The bill has caused changes in “the law on environmental protection of Georgia”, “Administrative Code of Georgia” and “The law on Executive Implementation of Georgia”.
The regulations of the new law would allow the Ministry of Energy and Natural Resources of Georgia to sign an agreement, based on the decision of the Premiere Minister of Georgia, with any interest group or individual on the use of environment and natural resources of Georgia for an indefinite period. The law takes away any legal responsibility from the interest parties, even in case of their violation of environmental laws. Any actions fulfilled, violating regulations regarding exploitation and disrespectful use of natural resources, will be considered to be legal in return for compensation paid to the government.The law does not allow any controlling institution to monitor the activities of the renter concerning environmental issues. It also does not allow government or the local self-government to impose fines or inflict any responsibility on the renter’s party.
Even during the preparation and adoption of the draft law, procedures were violated, and the requirements of the Aarhus Convention on “access to information, public participation in decision-making and access to justice in environmental matters” have been completely disregarded. Moreover, the changes violate the 37th article, namely 3rd, 4th and 5th paragraphs of the Constitution of Georgia .
We the undersigned protest this changes in legislation and request cancellation of this law.
პეტიცია გარემოს განადგურების დაკანონების წინააღმდეგ
საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ იყო ინიცირებული და რითაც ცვლილებები შევიდა საქართველოს კანონში “გარემოს დაცვის შესახებ”, ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” და კანონში ”სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ”.
აღნიშნული ცვლილებებით, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის, პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლებელია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში, შეთანხმების დადება განუსაზღვრელი ვადით, რომლის მიხედვითაც შეთანხმებით განსაზღვრულ პერიოდში დაინტერესებული პირის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება ჩაითვლება კანონიერად სახელმწიფოსათვის გადახდილი გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ. შეთანხმების დადების დღიდან პირს არ დაეკისრება არანაირი სახის პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე, რაც დაკავშირებულია მის არამართლზომიერ, კანონსაწინააღმდეგო საქმიანობასთან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში და ყველა მის მიერ ჩადენილი ქმედება ჩაითვლება კანონიერად. ცვლილებების მიხედვით, ასევე, დაუშვებელია პირის მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში განხორციელებული ქმედებების შემოწმება მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან და რაიმე სახის ჯარიმისა თუ სხვა სახის პასუხისმგებლობის დაკისრება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების მიერ.
აღნიშნული კანონპროექტის მომზადებისა და მიღების პროცესში დაირღვა “გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ” კონვენციის (ე.წ. ორჰუსის კონვენცია) მოთხოვნები, განხორციელებული ცვლილებები კი, თავის მხრივ, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლს, კერძოდ, მის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებს და საერთაშორისო კონვენციებს.
ჩვენ, ქვემორე ხელმომწერნი, ვაპროტესტებთ აღნიშნულ ცვლილებებს კანონმდებლობაში და მოვითხოვთ ამ არაკონსტიტუციური კანონის გაუქმებას.
პეტიციის სრული ტექსტი იხ. ბმულზე: http://ecolawcenter.blogspot.com/2012/04/blog-post_19.html
ეკოლოგიური სამართლის ცენტრი Contact the author of the petition
Announcement from the administrator of this websiteWe have closed this petition and we have removed signatories' personal information.European Union's General Data Protection Regulation (GDPR) requires a legitimate reason for storing personal information and that the information be stored for the shortest time possible. |