ცხოველისადმი სისასტიკე - Animal abuse

მიმდინარე წლის 20 აპრილს 23 საათზე ტელეკომპანია "იმედი"-ს ეთერში გასული გადაცემის "100 გრადუსი ცელსიუსი"-ს მეშვეობით საზოგადოებამ იხილა ცხოველისადმი სისასტიკის ამსახველი დოკუმენტური მასალები(ფოტო და ვიდეო მასალა), აგრეთვე კონკრეტული პირების აღიარება თავიანთ მიერ ცხოველისადმი სისასტიკის ჩადენის შესახებ, რაც კერძოდ მათი თქმით გამოიხატება კატისა და ძაღლის ცოცხლად გატყავებასა და სხეულის დანაწევრებაში, გადაცემაში გაჟღერდა რომ ეს ხდება სისტემატურად(არაერთგზის), ჯგუფურად და არასრულწლოვანთა თანდასწრებით, რაც ერთმნიშვნელოვნად არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

ტელეკომპანია იმედმა მნიშვნელოვნად გაზარდა დაუსჯელობის განცდა საზოგადოებაში ცხოველისადმი სისასტიკეზე. შეიძლება გადამღები ოპერატორი ჩაითვალოს ამ შემთხვევაში თანამზრახველად რომელიც უყურებდა ამას და არ შეატყობინა პოლიციას, აგრეთვე საზოგადოებაში ჩნდება ეჭვი რომ ტელეკომპანია იმედმა დაუკვეთა სპეციალურად გადაცემისთვის დაეჭირათ კატა და ეწამებინათ.
მივმართავთ საქართველოს პროკურატურას მიიღოს აღნიშნულთან დაკავშირებით სათანადო რეაგირება.


http://www.facebook.com/groups/223966421040614    Contact the author of the petition